მიხეილ სააკაშვილი - იყო დრო მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა - ყველას, იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს - ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთსოლიდარობასა და ერთობაშია?

ნუთუ, ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს? - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, იყო დრო, მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა კი - ყველას.

„მანიაკებმა დააპატიმრეს გოგი ჩახუნაშვილი - სახელგანთქმული ექიმი. უკეთილშობილესი ადამიანი და მოქალაქე, უმაგრესი ოჯახის მამა. იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს. იყო დრო მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა - ყველას.

იყო დრო ქალებს არ ეხებოდნენ, ახლა ციხეში ბევრი ქალი პოლიტპატიმარია.

ადრე ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ, ახლა პატიმრობა გამოაქვთ და სახლიდან ასახლებენ.

ადრე ასაკოვანებს ინდობდნენ, ახლა განსაკუთრებით მათ დასდევენ.

ადრე „ქოცობა“ იმუნიტეტს ნიშნავდა და ახლა სრულიად პირიქით.

ნუთუ, ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს?

არის კიდევ ერთი ამბავი - ოპოზიციური ტელევიზიები მთელი ეს დრო ჩემს პოსტებს აიგნორებენ. სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ისინი ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება. ნუთუ, ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთსოლიდარობაში და ერთობაშია!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. ჯამში, ათონელის სასახლეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის დაპატიმრებულია 46 პირი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის