დავით მათიკაშვილი - თუკი გადაწყვეტ, გქონდეს მცდელობა, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალო, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო - პროფესია და ასაკი დანაშაულის ჩადენის ჭრილში ინდულგენცია ვერ იქნება

თუკი გადაწყვეტ, გქონდეს მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალო, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო - პროფესია და ასაკი დანაშაულის ჩადენის ჭრილში ინდულგენცია ვერ იქნება, - ეს განცხადება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მან ამავე კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ყველა, ვინც 4 ოქტომბრის აქციაზე მიბრძანდა, თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იყო იმ მიზნების შესახებ, რა მიზანიც ამ აქციას ჰქონდა“.

“არის პასაჟი, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, არის პასაჟი დაავადების შესახებ. ჩვენი ქვეყანა მოწოდებულია იმისკენ, რომ ჯანმრთელობის კუთხით დაეხმაროს ყველას - დამნაშავეს თუ არადამნაშავეს, მაგრამ ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის.

რა თქმა უნდა, ძალადობაზე და საქართველოს დამხობაზე პასუხი ყველას მოეთხოვება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება