4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე მოსამართლეს - „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს“ ჩემზეა ნათქვამი - თუ რამეს მომისჯით, ჩავთვლი, რომ ეს სიყვარულისთვის მომისაჯეთ

თქვენ თუ რამეს მომისჯით, ჩავთვლი, რომ ეს სიყვარულისთვის მომისაჯეთ, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენების ფაქტზე დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ, ე.წ. მედროშემ განაცხადა.

მან მოსამართლეს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

„მთელი ჩემი არსით, კანონმორჩილი, პატიოსანი ადამიანის სახელი მქონდა. ყოველთვის, ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვიყავი. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს უკან, წარწერა მაქვს გაკეთებული - „ღმერთი სიყვარულია და გიყვარდეთ“. მთელი პოემა მაქვს დაწერილი. „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარსო“, ალბათ, ჩემზეა ნათქვამი. თქვენ თუ რამეს მომისჯით, ჩავთვლი, რომ ეს სიყვარულისთვის არის მისჯა. არანაირად არ ვარ კანონდამრღვევი და მოძალადე ადამიანი, ეს ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა ჭავჭანიძემ.

მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განუმარტა, რომ დღეს, მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ და მას განაჩენი არ გამოაქვს.

„დღეს მსჯავრდება არ გამომაქვს პირის მიმართ, დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ვმსჯელობთ, ეს არც დამნაშავეობას გულისხმობს. ამაზე მომავალში იმსჯელებენ“, - განუმარტა მას კალატოზიშვილმა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ის „ამ ვითარებაში პირველადაა და არ იცის რა, როგორ ხდება“.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება