4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ვლადიმერ გველესიანი - გაქცევას არ ვაპირებ, გამოვცხადდები, როცა დამიბარებენ - ჩემი მუშაობა დედაჩემისთვის მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ვარ მისი საყრდენი

ჩემი მუშაობა დედაჩემისთვის მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ვარ მისი საყრდენი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ვლადიმერ გველესიანმა განაცხადა.

მან მოსამართლეს განუმარტა, რომ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„სახლში დამაკავეს, არ გავქცეულვარ, არც მიცდია და არც ვაპირებ, საზღვრის კვეთა იყო პანდემიამდე, მას შემდეგ არა. ნებისმიერ დროს გამოვცხადდები, როცა დამიბარებენ.

ჩემი მუშაობა დედაჩემისთვის მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ვარ მისი საყრდენი, ფინანსურად ვეხმარები",- განაცხადა გველესიანმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება