4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული კონსტანტინე კოკაია მოსამართლეს - ჩემთვის ეს ორი დღე ძალიან მძიმე გადასატანი იყო, უჰაერობის გამო მაღალი  წნევა მაქვს ხოლმე - გთხოვთ, არ დამაპატიმროთ და ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნის უფლება მომცეთ

ჩემთვის ეს ორი დღე ძალიან მძიმედ გადასატანი იყო. ყოველდღე 5 კმ-ს ფეხით დავდივარ, უჰაერობის გამო 180/200 მაქვს ხოლმე წნევა. გთხოვთ, არ დამაპატიმროთ და ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნის უფლება მომცეთ, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა კონსტანტინე კოკაიამ განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, მას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული.

მისი ადვოკატი კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის პიროვნებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რის საპასუხოდაც, პროკურორმა თამარ ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კოკაია წარსულში ნასამართლევია, მათ შორის ხულიგნობის ბრალდებით.

„რაღაც უსიამოვნება მომივიდა, ციხეში არც ვმჯდარვარ“, - განაცხადა კოკაიამ.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება