ადვოკატის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს, რომელიც გუშინ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს, ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გიორგი ქემოკლიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„წარედგინა ბრალდება და დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გადმოგვეცემა მასალები, რომელიც მრავალტომიანია და საჭიროებს შესწავლას. მეტ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ”,- აღნიშნა მერაბ მამულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

უწყების თანახმად, ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება