არსებული ინფორმაციით, ხობში, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონა სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა. გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში აღენიშნება. გავრცელებული ცნობით, ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

დაჭრილი არასრულწლოვანი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც პირველადი გადაუდებელი დახმარება გაეწია. მოგვიანებით კი, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს