ვლადიმერ პუტინი - რუსეთმა და აზერბაიჯანმა, თვითმფრინავის კატასტროფის გამო, ემოციების კრიზისი განიცადეს - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობის ახალი ფურცელი გადავშალეთ და წინ წავალთ

რუსეთი და აზერბაიჯანი ტრაგიკული მოვლენის - AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის - გამო „ემოციების კრიზისის“ წინაშე აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ ეს, სავარაუდოდ, ემოციების კრიზისი იყო და მიზეზი ნათელია: იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან რთულ მოვლენას შევეჯახეთ - ტრაგიკული მოვლენის - თვითმფრინავისა და მისი მგზავრების დაკარგვას. ამიტომ, საჭირო იყო ყველაფრის მშვიდად დალაგება,“ - განაცხადა პუტინმა ტაჯიკეთში სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთმა და აზერბაიჯანმა AZAL-ის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ურთიერთობის „ახალი ფურცელი გადაშალეს“.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ახალი ფურცელი გადავშალეთ და წინ წავალთ. ჩვენ კონტაქტებს ყოველგვარი გართულების გარეშე განვავითარებთ“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ ტაჯიკეთში გამართულ შეხვედრაზე Azal-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საკითხი განიხილეს. პუტინმა ალიევს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემების მიერ გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია, რაკეტები რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქდა და სავარაუდოდ, თვითმფრინავი ნამსხვრევებით დაზიანდა და არა რაკეტებით.

2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია