საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ინფორმაცია, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება

გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათი განმარტებით, ტანკერი „Olga", რომელიც დაზღვეულია The American Club (USA) — American Steamship Owners Mutual Protection & Indemnity Association-ში და ამჟამად იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურში, არ წარმოადგენს ევროკავშირის ან შეერთებული შტატების სანქციების ობიექტს.

„რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჩამოიტანა დიზელის საწვავი, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთის რესპუბლიკა.ოპერაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო საზღვაო რეგულაციებისა და ყველა მოქმედი სანქციური რეჟიმის სრული გათვალისწინებით.

საწვავის ტრანზიტი მიმდინარეობს შესაბამისი უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და საბაჟო მოთხოვნების სრული დაცვით.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.

სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცვას, ასევე, გემის შესვლის დროს მოქმედი სანქციური რეჟიმების სრული დაცვით საქმიანობას.

საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის, მესამე სახელმწიფოების მიერაც, სანქციების თავიდან აცილების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავსადგურებში შესვლამდე ნებისმიერი გემი წინასწარ თანხმდება შესაბამის სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან, რაც მიზნად ისახავს სანქცირებული გემების შესვლის თავიდან აცილებას საქართველოს ნავსადგურებში.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის