პროკურორი - მოვუწოდებ დაცვის მხარეს, თუ ნამდვილად აქვს მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წარმოადგინონ დროულად, რათა განხილული იყოს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის და მიზანშეწონილობის საკითხები

მოვუწოდებ დაცვის მხარეს, თუ ნამდვილად აქვს მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წარმოადგინონ დროულად, რათა შესაბამისად განხილული იყოს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის და მიზანშეწონილობის საკითხები, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდების მხარე ინდივიდუალურად ვერ მოიძიებს პირთა ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციებს, რის გამოც, ის ადვოკატებმა უნდა მიაწოდონ.

„სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, დათვალიერების ოქმები და სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. ბრალდებულთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი სახის დოკუმენტაცია. მოვუწოდებ დაცვის მხარეს, თუ ნამდვილად აქვს ასეთი მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წარმოადგინონ დროულად, რათა შესაბამისად განხილული იყოს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის და მიზანშეწონილობის საკითხები. დღევანდელ პროცესზე 3 „ფორმა 100" იყო წარმოდგენილი, არც ერთი ეგზემპლარი, ბრალდების მხარისთვის არ გადმოუციათ. დაცვის მხარე ვალდებულია იმ მტკიცებულებათა ასლი წარმოადგინოს, რომელსაც სასამართლოს გადასცემს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელი ფაქტორია, წარმოადგინოს ნებისმიერმა ბრალდებულმა აღნიშნულთან დაკავშირებით დამადასტურებელი დოკუმენტაცია, განვიხილავთ ჩვენც და თქვენც გეცნობებათ აღნიშნულთან დაკავშირებით",- განაცხადა ბეჟუაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 46 ადამიანი დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება