ადვოკატის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ხვიჩა გოგოხია დუმილის უფლებას იყენებს

4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე ერთ-ერთი დაკავებული ხვიჩა გოგოხია, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან, დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა, ზაალ დავითაიამ განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხვიჩა გოგოხიას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.

ადვოკატი ფიქრობს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

„ხვიჩა გოგოხიას ბრალდება ორი მუხლით წარედგინა. ესენია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 225-ე მუხლების მეორე ნაწილები, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას. ამჟამად იყენებს დუმილის უფლებას და დანარჩენს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოგახსენებთ. აქციაზე იყო კი ბატონო, მაგრამ დუმილის უფლებას იყენებს. გავეცნობით საქმის მასალებს და მერე უფრო დაწვრილებით მოგიყვებით. სავარაუდოდ, ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება