ადვოკატის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ია დარახველიძეს ბრალი წარედგინა - ის დუმილის უფლებას იყენებს

ია დარახველიძეს ბრალი წარედგინა - ის დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ია დარახველიძის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს ჯერ მისთვის საქმის მასალები არ გადაუცია, ამიტომ მისთვის უცნობია თუ რის საფუძველზე ედავებიან ბრალდებულს ჯგუფურ, ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობას.

„ია დარახველიძეს ბრალი წარედგინა, მას 225-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებიან, რომელიც ჯგუფურ, ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მასალები არ აქვთ გადმოცემული. ის დუმილის უფლებას იყენებს. საინტერესოა, რაზე ამყარებს პოზიციას ბრალდების მხარე“, - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 46 ადამიანი დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება