პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საუბარია “ქართული ოცნების“ კანონის პროექტზე რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების და მისი ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ.

კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული პრევენციული მექანიზმი იქნება.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, დეკლარაციის შეუვსებლობა პასუხისმგებლობას გაითვალისწინებს, რომელიც რიგ შემთხვევაში - ადმინისტრაციული, ხოლო რიგ შემთხვევაში - სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება.

“მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლებაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გატარდა და მათ შორის ხარჯეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებენ ყველა იმ ფაქტზე, სადაც კი შესაძლებელია კორუფციული დანაშაულის ნიშნები იყოს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმაც შეიმუშაოს ცვლილებები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს.

წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადად და უშუალოდ იყო ჩართული. როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე, “ქართული ოცნების“ სურვილი, მიზანი და ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში, რა თქმა უნდა ეტაპობრივად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზე იყოს. ეს არ არის უბრალოდ სამეულში ადგილის დაფიქსირება. ეს არის საკითხი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც კორუფციული დანაშაულები ხდება ეს არ არის მხოლოდ ბიუჯეტის და ხალხის თანხის მითვისება. ეს აჩერებს ეკონომიკურ აქტივობას და ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება