4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი - სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ კონსტანტინე კოკაიას აქვს გულის სერიოზული პრობლემები და მუდმივად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას

სამედიცინო დოკუმენტაციით რეალურად დასტურდება, რომ კონსტანტინე კოკაიას აქვს გულის სერიოზული პრობლემები და მუდმივად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ განაცხადა.

გიორგი ჩხეიძის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„არაერთხელ იყო მოთავსებული სტაციონარში. სისტემატურად საჭიროებს კონკრეტულ მედიკამენტურ მკურნალობას, რომელიც არის მითითებული შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ანამნეზში არის მითითებული, რომ გულის ოპერაცია აქვს ამ ადამიანს გაკეთებული. სასამართლო, როგორც მინიმუმ დაინტერესდა და წაიკითხა, სადაც არის შესაბამისი ექიმის ხელმოწერა, შესაბამისი ბეჭედია დასმული იმ გარემოებაზე, რომ ეს წარდგენილი დოკუმენტაცია არის რეალური.

აქვე მივმართავ პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს წარდგენილი დოკუმენტაცია არის ყალბი, შეუძლიათ, რომ დამაკავონ სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით.

პროკურატურას მივაწოდებ შესაბამის დოკუმენტაციას, როცა მექნება მტკიცებულებათა გაცვლა. ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ პროკურატურის ხუშტურებზე ვიაროთ იმიტომ, რომ ჩვენ, ადვოკატები ვემსახურებით კონსტიტუციას და სისხლის სამართლის კოდექსს. წინასასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე, 21 ნოემბრამდე მოხდება მტკიცებულებების გაცვლა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას და სტრატეგიას, აუცილებლად გასაჩივრდება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება