4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს - დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი - თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება

სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, ჩემს ადგილზე თქვენი შვილი დააყენეთ და თავი დედაჩემის ადგილას წარმოიდგინეთ - თქვენს გადაწყვეტილებას მთელი სოფელი ელოდება, - ასე მიმართა მოსამართლეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა გენადი კუპრეიშვილმა.

კუპრეიშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ არ მიიმალება.

„მე ვარ სენაკიდან. დედა მყავს პენსიონერი. ბანკიდან გამოტანილი აქვს 5 ათასი ლარი. ამ ფულს მე ვიხდი. თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება. სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, ჩემს ადგილზე დააყენეთ თქვენი შვილი და თავი დედაჩემის ადგილას წარმოიდგინეთ. თქვენს გადაწყვეტილებას მთელი სოფელი ელოდება.

არ ვიცი, ვერ გეტყვით, მშვიდობიან აქციაზე წავალ თუ არ წავალ, მაგრამ მიმალვით არ მივიმალები", - მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის