4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი - ალექსანდრე ჩილაჩავა უბრალოდ, გზაზე იდგა, მას არც ღობის გარღვევაში, არც შეურაცხყოფაში არ მიუღია მონაწილეობა - სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო

ალექსანდრე ჩილაჩავა უბრალოდ, გზაზე იდგა - მას არც ღობის გარღვევაში, არც შეურაცხყოფაში არ მიუღია მონაწილეობა - სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსანდრე ჩილაჩავას ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც იმ ქმედებას დაადასტურებდა, რასაც გამოძიება ჩილაჩავას ედავება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ჩილაჩავა 4 ოქტომბერს, ზუგდიდიდან თბილისში პროტესტის მშვიდობიანად გამოსახატად ჩამოვიდა.

„პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობის გამოყენება. ჩვენ ვამბობდით, რომ არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა, მათ შორის, ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ჰქონდათ ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი, თითქოს, პირის იდენტიფიცირება მოხდა, მაგრამ მოხდა ალექსანდრე ჩილაჩავას იდენტიფიცირება, როდესაც ის უბრალოდ, გზაზე იდგა. მას არც ღობის გარღვევაში, არც შეურაცხყოფაში არ მიუღია მონაწილეობა. აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ ალექსანდრესთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მიიღო",-განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს - გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს