პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარედგინა, პატიმრობა შეეფარდა

პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს, რომელსაც ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი ქემოკლიძის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდული იყო. დაცვის მხარემ დაასაბუთა ყველა ის პოზიცია, რომ მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და გავასაჩივრებთ“,- აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

უწყების თანახმად, ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება