ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

კითხვაზე, რა საერთო აქვს მას „სამალავების საქმესთან“ დაკავშირებით, ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა: „არანაირი საერთო არ მაქვს. არ მჯერა მაგ სამალავების“.

„მაინტერესებს რას მკითხავენ, ეს სპექტაკლი რაც დადგეს, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთეს, ამას ვუკავშირებ [დაბარებას]. ალბათ ეს იქნება სპექტაკლის დასასრული“,-აღნიშნავს ანი ნადარეიშვილი.

კითხვაზე, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ თუ არა ის და მისი მეუღლე, ნადარეიშვილი აღნიშნავს: „არა, არანაირ ორგანიზებაში არ ვიყავი ჩართული“.

„აქტივისტი ვარ, რომელიც გულშემატკივრობს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივი არ იყო. სად დაინახეთ რაიმე ძალადობრივი. მე დავინახე ძალიან ბევრი დაშავებული აქტივისტი ამ წლების განმავლობაში. დასახიჩრებული ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა არცერთია დასჯილი.

რა თქმა უნდა, დღეს რაც გააკეთეს არის ზეწოლა ბაჩოზე, თუნდაც ის ფარსი, რომ ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. მარტო იყო და არ ვიცოდი რა ხდებოდა. მთელი საქართველოს მიმართ აგრძელებენ ტერორს. სიტყვებიც უძლურია გამოვხატო, რაც დღეს ხდება, ადამიანის ამ ფორმით დაკავებები.

მთელ საქართველოს, ვისაც რეჟიმის წასვლა გვინდა და არ გვინდა რუსული რეჟიმი იყოს, ყველას შემოგვითვალეს შათირიშვილების და მსგავსი ადამიანების სახით, რომ ეს ქვეყანა უნდა დავტოვოთ“,- აღნიშნავს ანი ნადარეიშვილი.

კითხვაზე, იმართებოდა თუ არა მათთან ბაჩო ახალაიასა და ოპოზიციის წევრების შეხვედრები, ნადარეიშვილი აღნიშნავს: „ჩვენთან არანაირი ოპოზიციის შეხვედრები არ იმართებოდა“.

„ბაჩო 10 წელი იყო ციხეში, გამოსვლიდან მესამე დღეს საქართველო დავტოვეთ. ბევრს არ ჰყავდა ბაჩო ნანახი, როდესაც ჩამოვედით ჩემი ოჯახური ტრაგედიის გამო ბევრი ადამიანი მოდის სტუმრად“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო