Lexus თბილისის წარმატება – Kiwami Award 2025-ის პრესტიჟული ჯილდო!

Lexus ის ბრენდია, რომელიც მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისკენ და სხვებისთვის ხარისხის სტანდარტს აწესებს. მისი მისიაა ინოვაციური ტექნოლოგიების, საიმედოობისა და დახვეწილი დიზაინის ერთმანეთთან შეთავსებაა, რათა მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ ავტომობილი, არამედ განსაკუთრებული გამოცდილება.

ლექსუსი ამკვიდრებს მომსახურების საკუთარ სტანდარტს. იაპონური სტუმარმასპინძლობა - Omotenashi - ლექსუსის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ომოტენაში პირდაპირ არ ითარგმნება, თუმცა მისი შეგრძნება ლექსუსის ცენტრებში ყოველი ვიზიტისას შეგიძლიათ.

Kiwami მომსახურების უმაღლესი ხარისხის აღმნიშვნელი ჯილდოა და გადაეცემა ევროპის საუკეთესოთა შორის საუკეთესო სადილეროებს. წლევანდელ დაჯილდოებაში 340-ზე მეტი ოფიციალური Lexus ცენტრი მონაწილეობდა, რომლებისგანაც საბოლოოდ 19 ცენტრი შეირჩა – იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად გამარჯვებულთა სიაში საქართველოში მოქმედი ცენტრი Lexus თბილისიც მოხვდა.

საქართველოში ბრენდის ოფიციალური დილერი ლექსუს თბილისი - 2018 წელს დაარსდა და პირველი Kiwami-ს ჯილდო, სულ რაღაც 18 თვეში მოიპოვა. წელს კი, ცენტრმა ეს ჯილდო მოღვაწეობის 7 წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობით, მე-4-ედ მიიღო.

მომხმარებელს კი შევახსენებთ, რომ Lexus თბილისის შოურუმი აღმაშენებლის ხეივანზე, 160 ნომერში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც გამოცდილი პროფესიონალები დაინტერესებულ პირებს ყველა დეტალს აცნობენ და ბრენდისადმი ერთგულებას თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში ამჟღავნებენ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება