პროკურორი 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 4 პირის საქმეზე - შევისწავლით სამედიცინო დოკუმენტაციას, რამდენად შეუთავსებელია ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას

ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გათვალისწინებული იქნება და მხედველობაში იქნება მიღებული,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს ამირან დოლიშვილის, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილის საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარე ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის, თუ რამდენად შეუთავსებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის- შეცვლასთან დაკავშირებით.

„4 ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ამით კი გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვების დროს ხელშეშლის მითითებით. მოცემულ საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორც არის ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და გამოკითხვის ოქმები, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

ჩვენ შევისწავლით ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, რამდენად შეუთავსებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ნუგზარ ჭიტაძემ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის