Reuters - კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმი გამართა და ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარადგინა

კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმი გამართა და ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარადგინა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე Hwasong-20-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარადგინა, რომელიც ქვეყნის „ყველაზე ძლიერ ბირთვული სტრატეგიული შეიარაღების სისტემას“ წარმოადგენს.

სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეის მმართველი „მუშათა პარტიის“ დაარსების 80 წლისთავს მიეძღვნა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიწვევით სამხედრო აღლუმს ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და ვიეტნამის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ტო ლამი დაესწრნენ.

ამასთან, კიმ ჩენ ინი მედვედევს პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ „საერთო მიზნების მისაღწევად რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი აქვს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს