ია დარახველიძის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები დროებითი მოთავსების იზოლატორშიც ჰქონდა - გაუგებარია, რა საჭირო იყო საპატიმრო გირაოს გამოყენება, როდესაც მოსამართლეს შეეძლო, დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა

ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ადამიანისთვის გაუგებარია, მოსამართლემ რომ [ია დარახველიძის მიმართ] საპატიმრო გირაო გამოიყენა, რა საჭირო იყო, როდესაც შეეძლო, დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა,- ამის შესახებ ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ია დარახველიძისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებაზე.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს,რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის დროსაც აწუხებდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდება პატიმრობის მოთხოვნით იყო შემოსული, დაცვის მხარეს წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, ვითხოვდით, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო ან ნებისმიერი სხვა დამატებითი ღონისძიება. ასევე, ჩემის დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები დროებითი მოთავსების იზოლატორშიც ჰქონდა და შემდგომ უკვე ბრალდებამაც განმარტა, რომ დროის სიმწირიდან გამომდინარე დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოასწრეს და თავადვე დაგვეთანხმნენ გირაოს გამოყენებაზე. უბრალოდ, იქ სხვაობა ის იყო, რომ საპატიმრო გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე. ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ადამიანისთვის გაუგებარია, მოსამართლემ რომ საპატიმრო გირაო გამოიყენა, რა საჭირო იყო, როდესაც შეეძლო დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა, მით უფრო, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაც, უბრალოდ, სასამართლოს, როგორც წესი, არ უყვარს ხოლმე ადამიანის პირდაპირ დარბაზიდან გაშვება“, - განაცხადა აჭარაძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის , შსს-ს ჯამში 46 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის არის ია დარახველიძეც. ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი