4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ვლადიმერ სურმანიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

ვლადიმერ სურმანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გავასაჩივრებთ,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ავთანდილ სურმანიძის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას სააპელაციო საჩივარს

დაურთავენ, რის შემდეგაც, იმედს გამოთქვამს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა - გირაოთი შეეცვლება.

„4 პირის მიმართ მოთხოვნილი იყო პატიმრობის გამოყენება, თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე გაჟღერდა და წარდგენილ იქნა მტკიცებულებები რიგი ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ია დარახველიძისა და ავთანდილ სურმანიძის მიმართებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა დრო, რომ გადაემოწმებინა წარდგენილი ინფორმაცია. ავთანდილ სურმანიძესთან მიმართებაში, დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის თარგმნა. ამაზე კი ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მისთვის ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, შშმ პირის სტატუსი, ასევე არ არის დადასტურებული ვეტერანის სტატუსი. ეს პირი რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობას, რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მოგვეცა დრო, რომ წარვადგინოთ მტკიცებულებები ქართულ ენაზე. ვიმედოვნებთ, რომ აპელაცია, რომელიც განიხილავს, სააპელაციო საჩივარს აღკვეთთან დაკავშირებით გაითვალისწინებს და მასაც შეეცვლება აღკვეთის ღონისძიება.

არ არის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარებული, არ არის დადასტურებული თუ ვინ არიან ის პირები, რომელთა ქმედებები არის ასახული ვიდეო-კადრებში",- განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის