ირაკლი კობახიძე - გვაქვს საჯაროდ გაცხადებული სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-თან, მთავარია, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები

გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავარია, რომ ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.

„MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ასე წარიმართა ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან. ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მთავარია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა