დავით ჯანდიერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვამდე - გიორგი ქემოკლიძესთან შეხება არასოდეს მქონია, არ ვიცნობ -  საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი ყოფილიყო დაბარებული

მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომელიც ბრიფინგების საშუალებით გავრცელდა. მოვედი, რომ შეკითხვებს ვუპასუხო. უცნაურია, საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი დაბარებული ყოფილიყო. ეს ძალიან უცნაური რამ არის, იმედი მაქვს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იქნება, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი შესაძლოა შეფასდეს, როგორც ზემოქმედება.

„ჩემთვის ეს ინფორმაცია შოკია, უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ არის, რომელიც ძნელად დასაჯერებელია, რომ ადამიანმა ეს ციხიდან გააკეთოს და მე რომ მოწმედ ვარ დაბარებული, ეს სრული შოკია.

არასოდეს მქონია ქემოკლიძესთან შეხება. არ ვიცნობ. მისი ფოტო პირველად ვნახე, როდესაც სუს-ის მხრიდან განცხადება გავრცელდა. მაშინ, როდესაც გადადგა, გვარისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება.

მინდა, რომ ყველაფერი გარკვეული იყოს. ამგვარი ნებისმიერი ტიპის ჩარევა შეიძლება, შეფასდეს როგორც ზემოქმედება ჩემზე, დანარჩენი მეც მაინტერესებს თუ რა შეკითხვები იქნება“,- განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

ცნობისთვის, POST TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის მიერ დაკავებულ "გია ქემოკლიძესა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის სავარაუდო გარიგების შუამავალი ჯანდიერი იყო", რასაც დავით ჯანდიერი გამოეხმაურა და „ბინძური და შეკვეთილი“ "ქარდი" უწოდა. როგორ ჯანდიერმა აღნიშნა, აღნიშნული ინფორმაცია მის დისკრედიტაციას ემსახურება.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

უწყების თანახმად, ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

უწყების თანახმად, ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო