ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს

საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. მადლობა“, - წერს ზელენსკი.

მან აღნიშნა, რომ ტრამპთან დეტალურად განიხილა ენერგეტიკის მდგომარეობა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები. მისი თქმით, ტრამპი კიევში და სხვა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ კითხულობდა.

„მსოფლიო ხედავს, რას შვება რუსეთი, როგორ ცდილობს იმით სარგებლობას, რომ მსოფლიოს ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესაძლებლობაზე არიან კონცენტრირებული. დიდი შანსებია იქ იმისა, რომ შეთანხმება იმუშავებს. რაც უფრო მეტი მშვიდობაა, რაც უფრო მეტი უსაფრთხოებაა ერთ რეგიონში, მით უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ეს ყველას მსოფლიოში...

სამწუხაროდ, რუსეთი ისეთი ტერორისტია, რომელიც უფრო ძლიერად დარტყმის ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებს“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს