ბექა ბასილაია - მურთაზ ზოდელავას დაკითხვა ემსახურებოდა ხელისუფლების უსუსური პროპაგანდის გაგრძელებას, ე.წ. იარაღების საქმე ზოდელავასთან დაეკავშირებინათ  - ეს მიზანი წყალში ჩაიყარა, რადგან დღეს დასმულ საკითხებს ზოდელავასთან კავშირი არ აქვს

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოდელავას გამოკითხვა ემსახურებოდა მცდელობას, რომ ის ე.წ. იარაღის საქმესთან დაეკავშირებინათ.

როგორც ადვოკატმა ზოდელავას გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულ საქმესთან მისი დაცვის ქვეშ მყოფს კავშირი არ აქვს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, ზოდელავას ბრალი ე.წ. იარაღების საქმესთან დაკავშირებითაც წაუყენონ, ბასილაია ამბობს, რომ ეს „აბსურდია“.

„მურთაზ ზოდელავას დაკითხვა ემსახურებოდა სუს-ის მხრიდან ხელისუფლების უსუსური პროპაგანდის გაგრძელებას, რომ თითქოს, ეს საქმე [ე.წ. იარაღების საქმე] დაეკავშირებინათ ზოდელავასთვის. ეს კავშირი არ გამოვა. ამიტომ იყო ჩვენი გადაწყვეტილება ასეთი - მოვალთ და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, რომ ნათლად გვეჩვენებინა როგორც სუს-ისთვის ისე მურუსიძის ჯიბის სასამართლოსთვის და რაც მთავარია საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ რაზეც სუს-ი საუბრობს, არანაირი კავშირი მურთაზ ზოდელავასთან არ გააჩნია. მაგ „ქეისზე“ დაისვა კითხვები, იცნობს თუ არა, რაიმე კონტაქტი თუ ჰქონდა. ძალიან მკაფიო, ნათელი და ამომწურავი პასუხები გაეცა, პროპაგანდა გაშიშვლდა. ხედავთ, რომ მაგალითად როდესაც აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს, ბრალდების მხარე მედიასთან წარდგა, დღეს კომენტარი არავის გაუკეთებია, იმიტომ, რომ ნათელი იყო დღევანდელი დაკითხვის მზიანი, რაც მათ ჩაუვარდათ - მურთაზ ზოდელავას დაკავშირება მაგ „ქეისთან“ ვერანაირი ფორმით ვერ მოხდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის