„ხსნის არმია“ მადლიერების დღეს აღნიშნავს

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია“ წარმომადგენლობა საქართველოში მადლიერების დღეს აღნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს არის სპეციალური დღე, როცა მორწმუნეები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო.

„დღესასწაულს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია" წარმომადგენლობას საქართველოში მადლიერების დღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!