რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ თემს სამკლის დღესასწაულს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დღეს აღინიშნება წლის მოსავლის დღესასწაული - მორწმუნეები ღმერთს მადლობას უძღვნიან მოწეული ჭირნახულისთვის.