ვოლოდიმირ ზელენსკი - არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება -  სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე

რუსეთმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 3 100-ზე მეტი დრონი, 92 რაკეტა და 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქალაქებისა და თემების საჰაერო ტერორს, აძლიერებს თავდასხმებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე. ამ დანაშაულების უზნეობა იმდენად დიდია, რომ რუსები ყოველდღიურად ხოცავენ ჩვენს ხალხს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მოსკოვი ღიად სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფაზეა კონცენტრირებული.

„არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება. სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ომს აფინანსებენ - ყველაფერი უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ევროპაში მდგრადი მშვიდობის საფუძველი. „მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის პარალელურად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს