დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის განმავლობაში ტელეფონით ორჯერ ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორი დღის განმავლობაში მეორედ ესაუბრა. ამის­ შესახებ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.

„მე ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ორი დღის განმავლობაში მეორედ და დღეს ჩვენც ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა“,-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან თქვა, რომ გუშინდელი საუბრის დროს ისინი „შეთანხმდნენ კონკრეტული საკითხის შესახებ“ და დღეს კი მათ განიხილეს „სიტუაციის ყველა ეს ასპექტი“.

„ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი მდგრადობისა და მოქმედების რადიუსის გაძლიერება. ენერგეტიკასთან დაკავშირებით ბევრი დეტალია. პრეზიდენტი ტრამპი კარგად არის ინფორმირებული ყველაფრის შესახებ, რაც ხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს