მედია - ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შედის

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შედის. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამხრეთ ღაზას, რაფაჰის საზღვარზე, დახმარების სატვირთო მანქანების შედის.

როგორც დასავლური მედია წერს, ზავის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობების თანახმად, ღაზაში დახმარების რაოდენობა უნდა გაიზარდოს - თუმცა, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) შაბათს BBC-ს განუცხადა, რომ ღაზაში დახმარების სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი „ჯერ არ“ შესულა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სატვირთო მანქანა შევიდა სამხრეთ ღაზაში მას შემდეგ, რაც პალესტინის ტერიტორიაზე პარასკევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

პარალელურად timesofisrael-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა სამზარეულო მოხმარებისთვის გამოსაყენებელი გაზის მარაგი. დახმარება ასევე მოიცავს საკვებს, ფქვილს, ხილს და ხორცს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს