ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხვალ ახალი გზის დასაწყისია

ეს არის ცრემლების საღამო და ბედნიერების საღამო, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნულს ისტორიული მოვლენა უწოდა.

მან ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.

„ვიცი, რომ ჩვენ შორის ბევრი კამათია.... მაგრამ, ამ დღეს, და იმედი მაქვს, რომ იმ პერიოდშიც, რომელიც თითქმის მოგვიახლოვდა, ყველა მიზეზი გვაქვს, რომ ის გვერდზე გადავდოთ, რადგან ერთობლივი ძალით მივაღწიეთ სანახაობრივ გამარჯვებებს, გამარჯვებებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო გააოგნა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ "სამხედრო კამპანია არ დასრულებულა".

"ჩვენს წინაშე კვლავ დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს აღდგეს, რათა კვლავ დაგვესხას თავს“, - განაცხადა მან.

ისრაელის პრემიერის თქმით, „ჩვენ გადავლახავთ გამოწვევებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს“.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა დაპირებები, რომლებიც მძევლების ოჯახების მონახულებისას მისცა და მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს და დაღუპულთა ოჯახებს.

„ხვალ ახალი გზის დასაწყისია“, ამბობს ნეთანიაჰუ და დასძენს: "აღმშენებლობის გზის, განკურნების გზის და, იმედი მაქვს, ერთიანობის გზის“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს