სებასტიან ლეკორნუმ საფრანგეთის ახალი მთავრობა წარადგინა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ახალი მთავრობა წარადგინა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

თანამდებობებზე დარჩენილებს შორის არიან : იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დარმანინი, ბიუჯეტის მინისტრი ამელი დე მონშალენი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი როლან ლესკური.

კონსერვატორი კატრინ ვოტრენი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს დროს ჯანდაცვისა და შრომის მინისტრების თანამდებობას იკავებდა, შეიარაღებული ძალების ახალ მინისტრად დაასახელეს. კონსერვატორები ენი ჟენევარი და რაშიდა დატი სოფლის მეურნეობისა და კულტურის მინისტრების თანამდებობებს შეინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი აღარ შეიძლება კონსერვატიულ „რესპუბლიკელებს“ ეკუთვნოდნენ. განცხადებაში განმარტებულია, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ წინა კვირის პარასკევს საფრანგეთის მომავალ მთავრობაში მონაწილეობის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ამასთან, პარიზის პოლიციის უფროსი, ლორან ნუნიესი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. საფრანგეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის, SNCF-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟან-პიერ ფარანდუ კი, შრომის მინისტრი იქნება.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ 10 ოქტომბერს, თანამდებობიდან გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს