კაია კალასი - დღეს ახლო აღმოსავლეთში იმედის იშვიათი მომენტია - ისრაელელი მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატებაა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი ეტაპია

დღეს ახლო აღმოსავლეთში იმედის იშვიათი მომენტია. მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატებაა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი ეტაპია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი თქმით, „პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გარღვევა შესაძლებელი გახადა“.

კალასი მიიჩნევს, რომ ღაზაში მშვიდობის დაცვა უაღრესად რთული იქნება.

„სამშვიდობო გეგმას წარმატების მისაღწევად ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ოთხშაბათს, ის განაახლებს სამოქალაქო მისიას ღაზასა და ეგვიპტეს შორის სასაზღვრო გადასასვლელის მონიტორინგისთვის. ამ მისიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში 7 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადასცეს, რომელმაც მძევლები უკვე გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალებს. დღესვე იგეგმება დარჩენილი 13 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს