Cryptal-ზე ბარათის გამოყენებით USD & EUR შეტანა შეიძლება

კრიპტო ბირჟა Cryptal მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და გლობალური გახდა.

დღეიდან, მომხმარებლებს საკუთარი ბალანსის ა.შ.შ. დოლარითა და ევროთი შევსება ქართული საბანკო ბარათის გამოყენებით შეუძლიათ. სწორედ ამ სიახლის გამო, კრიპტო პლატფორმა უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციებისათვის უფრო მიმზიდველი, ხოლო კრიპტო ინვესტირებისათვის უფრო მოსახერხებელი გახდა.

არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებლები Cryptal-ს ქართული ლარის გამო იყენებენ თუ უცხოური ვალუტებისთვის, კრიპტო მოგზაურობის დაწყება უკვე ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა!

მეტი კრიპტო შესაძლებლობა მომხმარებლებს - რა ხდება?

თუ აქამდე პლატფორმაზე ა.შ.შ. დოლარისა და ევროს შეტანა მხოლოდ საბანკო გადარიცხვის გამოყენებით იყო შესაძლებელი, მომხმარებლებისთვის ახლა სიახლეა!

Cryptal-ის ანგარიშზე USD-სა და EUR-ს შეტანა უკვე ქართული Visa/Mastercard საბანკო ბარათების გამოყენებით, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად არის შესაძლებელი.

სიახლე გამოსადეგია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც კრიპტოს კომფორტულ გარემოში ყიდვა ან უცხოური ვალუტის გამოყენებით ვაჭრობა სურთ.

როგორ შევიტანო ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით?

  1. დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია Cryptal-ზე
  2. გადადით საფულეში
  3. დააკლიკეთ შევსებას
  4. აირჩიეთ სასურველი ვალუტა - ა.შ.შ. დოლარი (TOUSD) ან ევრო (TOEUR)
  5. მიუთითეთ ბარათი
  6. აირჩიეთ სასურველი ბანკის ბარათი ან დაამატეთ ახალი ბარათი
  7. შეიყვანეთ თანხა
  8. დააკლიკეთ შევსებას

სულ ეს არის, თანხა რამდენიმე წუთში Cryptal-ის ბალანზე აისახება.

რატომ არის სიახლე მნიშვნელოვანი?

  • საბანკო ბარათების გამოყენება და მათი დახმარებით ბალანსის უცხოური ვალუტით შევსება (USD & EUR) ზრდის მომხმარებლების არჩევანს, შეიტანონ პლატფორმაზე თანხა მათთვის მოსახერხებელი გზებით.
  • მულტისავალუტო მხარდაჭერა ზრდის კომფორტსა და კრიპტო აქტივებთან ხელმისაწვდომობას. მომხმარებლებს მათზე მორგებული მეთოდებითა და სასურველი ვალუტების გამოყენებით შეუძლიათ ბალანსის შევსება.

კრიპტო უფრო ხელმისაწვდომია - USD & EUR შეტანა საბანკო ბარათით!

Cryptal კვლავაც განაგრძობს მომხმარებლებისათვის კრიპტო ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გამარტივებას და საბანკო ბარათების გამოყენებით USD & EUR შეტანაც ამის კიდევ ერთი მაგალითია.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გამოცდილება აქვს მომხმარებელს, დამწყებია ის თუ უკვე დიდი ხანია რაც ციფრული ვალუტების ინდუსტრიას ადევნებს თვალს, ახალი ფუნქცია ყველასათვის ერთნაირ უპირატესობას ქმნის.

დარეგისტრირდით Cryptal-ზე, შეიტანეთ ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით და დაიწყეთ კრიპტო მოგზაურობა თქვენთვის მოსახერხებელი გზებით!

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება