საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2025“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) და ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტის (პოლონეთი) ორგანიზებით, ბათუმში, ბსუ-ის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2025“, გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენციის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, მკვლევრები, დოქტორანტები, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები და ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალი საინტერესო მოხსენება და კვლევა ისეთ თემატურ მიმართულებებით, როგორიცაა: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ფიზიკა-მათემატიკა და ჰუმანიტარულ -სოციალური მეცნიერებები.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაღრმავებას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ ზრდას. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოთქვეს მზაობა, მომდევნო წლებში გააგრძელონ საერთაშორისო თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი მონაწილე ქვეყნისა და უნივერსიტეტის ჩართვა.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 90-ე წლისთავს ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებსა და სტუდენტებს. მოხარული ვართ, რომ უკვე მეოთხედ გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოსა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ერთად დაგვესვა მნიშვნელოვანი შეკითხვები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში არსებულ გამოწვევებზე. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს როგორც გამოცდილ მეცნიერებს, ისე ახალგაზრდა მკვლევრებს, წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, გააზიარონ გამოცდილება და ერთად იმსჯელონ მომავლის ტექნოლოგიურ მიმართულებებზე. მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და საუნივერსიტეტო სივრცისთვის - როგორც აკადემიური ხარისხის ამაღლების, ისე ინოვაციური იდეების პრაქტიკაში გადმოტანის კუთხით“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო