ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას - ამ მშვიდობის ერთგული ვარ, თქვენც ამ მშვიდობის ერთგული ხართ და ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ მშვიდობას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დღევანდელი დღე და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის ისტორიაში ჩაიწერებიან.

„რამდენი ხანია ველოდით ამ მომენტს. მინდა, პირადად მადლობა გადაგიხადოთ მთელი ერის სახელით“, - მიმართა ნეთანიაჰუმ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც კი ქვეყანას თეთრ სახლში ოდესმე ჰყოლია.

„დონალდ ტრამპი ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია თეთრ სახლში“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ტრამპის სამშვიდობო წინადადება მშვიდობისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ამ მშვიდობის ერთგული ვარ, თქვენც ამ მშვიდობის ერთგული ხართ და ჩვენ ერთად ამ მშვიდობას მივაღწევთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს