პენიტენციური სამსახური - ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდაზე, არ შეესაბამება რეალობას - პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული

„პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული, - ასე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.

უწყების განმარტებით, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და წარმოადგენს არსებული რეალობის არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდების მცდელობას.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს.

ასევე, აღსანიშნავია რომ, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის გიორგი ბურჯანაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, 2015 წლის შემდეგ, ციხეში ერთად ამდენი პატიმარი არ ყოფილა.

„2025 წელს, იანვრიდან აგვისტომდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში!8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100-ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში.“- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება