ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ თბილისური ნაწილის პირველი კონცერტი გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ თბილისური ნაწილის პირველი კონცერტი 9 ოქტომბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს ვენეციის სახელმწიფო დიდი თეატრის La Fenice მუსიკალურმა დირექტორმა და უკვე ფესტივალის „ღამის სერენადების“ მთავარმა დირიჟორმა, ბეატრიჩე ვენეციმ; მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძემ, ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ და პირველმა ვიოლინომ ლელა მჭედლიძემ.

კონცერტზე შესრულდა იოჰანეს ბრამსის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

რაც შეეხება დასკვნით საღამოს, ის 11 ოქტომბერს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართება. ღონისძიებაზე შესრულდება ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები.

„თბილისის მერიის კულტურის სამსახურის სახელით გილოცავთ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების” თბილისური კონცერტების დაწყებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოში, რომელიც უდიდესი ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის მიერ არის დაფუძნებული ჯერ კიდევ 1982 წელს. ფესტივალი აერთიანებს როგორც თბილისის, ასევე ბორჯომისა და ბათუმის კლასიკური მუსიკის საღამოებს.

მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში აქტიურად არის ჩართული იტალიური მხარე და მინდა მადლობა გადავუხადო იტალიის საელჩოს და ელჩს ასეთი თანადგომისთვის. დაუვიწყარი კონცერტი გვაჩუქეს ფესტივალის ორგანიზატორებმა 9 ოქტომბერს და არაჩვეულებრივი საღამო გველოდება 11 ოქტომბერს. მრავალ წელს ითვლის თბილისის მერიის მხარდაჭერა ფესტივალის მიმართ და ეს მომავალშიც გაგრძელდება, რადგან „ღამის სერენადებს“ საქართველოში ჩამოჰყავს მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები და არტისტები. მინდა წარმატებები ვუსურვო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. თბილისის მერია კვლავ გააგრძელებს „ღამის სერენადების” მხარდაჭერას”,- განაცხადა თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაკა ნასრაშვილმა.

ორგანიზატორებს საღამოს გამართვისთვის მადლობა გადაუხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ.

„ჩვენი ვარსკვლავი ბეატრიჩე ვენეცი უკვე მესამედ ესტუმრა საქართველოს, ის შეყვარებულია თქვენს ქვეყანაზე. მინდა გადავუხადო მადლობა ორგანიზატორებს ასეთი მაღალი დონის ფესტივალის ჩატარებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ ისეთი დიდი სახელი, როგორიც ლიანა ისაკაძეა, ვის სახელსაც ატარებს ფესტივალი. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასეთი კულტურული ურთიერთობები არის გამოხატულება მეგობრობის რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს”,- განაცხადა მან.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სიიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალის პარტნიორია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”.

მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, „პსპ“, ავეჯის სახლი „ნიტა“.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია „აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა