ბაზისბანკის მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის ეროვნული ბანკის კონკურსი  დაიწყო

ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულების მხარდაჭერა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის კონკურსი - „მარეგულირებლის დილემა“ დაიწყო.

კონკურსის მიზანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებში საფინანსო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ცენტრალური ბანკის საქმიანობის პოპულარიზება და სტუდენტებში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ 3-6 კაციან გუნდებს.

კონკურსისთვის სარეგისტრაციო პერიოდი განსაზღვრულია 20-27 ოქტომბერს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება