კაია კალასი - მალე ახალ ზომებს მივიღებთ, რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია და უფრო დავასუსტებთ - შესაძლოა, დრო ოდესღაც რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ახლა ის უკრაინის მხარეს გადადის

მალე რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ ახალ ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია, ჩვენ მას კიდევ უფრო დავასუსტებთ. ინფლაცია 20%-ზე მეტია, ფულადი რეზერვები ამოწურულია, ხოლო ზრდა ნულთან ახლოს არის. შესაძლოა, დრო ოდესღაც რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ახლა ის უკრაინის მხარეს გადადის. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, უკრაინას შეუძლია ბრძოლის ველზე სიტუაცია რუსეთის წინააღმდეგ შეცვალოს. რუსეთის საზაფხულო თავდასხმითი იერიში წარუმატებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა კალასმა.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე კვირაში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ევროპის თავდაცვის გეგმას წარადგენს.

„ევროპა ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე დგას. ყოველ ჯერზე, როდესაც რუსული დრონი ან თვითმფრინავი ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს, ესკალაციის რისკი არსებობს. ევროპის ეკონომიკური სიძლიერე სამხედრო შეკავების ძალად უნდა გარდავქმნათ. ნათელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა კალასმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა