საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სლოვენიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და რეზოლუციების განხილვის პროცესში შესწორებები წარადგინეს, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ოკუპირებულ რეგიონებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხებოდა.

პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს და შესწორებები შეიტანეს ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის მიმართ ნატო-ს სამომავლო სტრატეგიას ეხება.

„პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე ერთგულება ალიანსის საერთო ღირებულებებისადმი და დღის წესრიგისადმი ასამბლეის ხელმძღვანელობასთან დისკუსიებისას.

ნატო-ს ასამბლეის პლენარულ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში გადაინაცვლა - პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისათვის. ამ კატეგორიაში აგრეთვე მოხვდნენ ევროპარლამენტი, უკრაინის რადა, ბოსნიის პარლამენტი, ავსტრიის პარლამენტი და ასე შემდეგ.

აღნიშნული ინსტიტუციური ცვლილებები ხელს შეუწყობს ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან პარტნიორობის განმტკიცებას.

სესიის ბოლოს ასამბლეას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მიმართა. მან ნატო-ს პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს