ირაკლი კირცხალია - საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებულია.

„დავაანონსეთ და დავპირდით საზოგადოებას, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, პირდაპირ ეთერში ექნებოდა საზოგადოებას საშუალება რომ ედევნებინა თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. მინდა გითხრათ, რომ სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში”, - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს