კაია კალასი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის შემდგომ პაკეტებზე ვმუშაობთ. ასევე, ვმუშაობთ სანქციების მე-19 პაკეტზე, რათა რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ. უკრაინის მომავალი ევროპაშია. უკრაინამ, თავის მხრივ, ბევრი გააკეთა პირობების დასაკმაყოფილებლად და ჩვენც ვმუშაობთ, რომ გაწევრიანების პროცესში პროგრესი გვქონდეს“, - განაცხადა კალასმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან „მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილა, მათ შორის, ენერგეტიკის სფერო, რუსეთზე ზეწოლა, სანქციების მე-19 პაკეტი, გაყინული რუსული აქტივები, ევროკავშირისკენ უკრაინის გზა და თავდაცვის მხარდაჭერა“.

„ცალკე განვიხილეთ სპეციალური ტრიბუნალის საკითხი. მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირიდან თანხების გამოყოფის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია და ადასტურებს, რომ სამართლიანობის მისაღწევად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ხდება“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს