თენგო კირთაძე - „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იდენტიფიცირდნენ, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორები, ამიტომ პოლიტიკური პროცესის შექმნიდან გაირიყნენ - პარტიებს, რომლებმაც გზიდან გადაუხვიეს, გავემიჯნეთ

„ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნა იდენტიფიცირებული, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორები, ამიტომ პოლიტიკური პროცესის შექმნიდან ისინი გაირიყნენ - ვინც გადაუხვია ბოლო თვეების განმავლობაში გზიდან, იმ პარტიებს გავემიჯნეთ, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თენგო კირთაძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრები ჰქონდათ, თუმცა „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ განზრახ არ მიიწვიეს.

„ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი „ფედერალისტები“. ამ დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, შეხვედრები, ვმუშაობდით და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ლელოს“[არ დავუძახეთ], ეს განზრახ გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა, რომ პირველად ამ ქვეყნის 35-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, პოლიტიკურმა სპექტრმა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა. ვინც გადაუხვია ბოლო თვეების განმავლობაში ამ გზიდან, იმ პარტიებს გავემიჯნეთ, დავსხედით დანარჩენი პარტიები, ჩავრთეთ სამოქალაქო საზოგადოებაც, აქტივისტების ყველა ჯგუფი, ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და დამიჯერეთ, ძალიან იმედიანი განწყობაა. ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებამ აჩვენა, რომ მას მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად უნდა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა.

საზოგადოებამ, ასეთ პარტიებზე, რომელსაც წარმოადგენენ ბატონი ხაზარაძე და სააკაშვილი, გამოიმუშავა უკვე იმუნიტეტი და მიუღებლობა აქვს. ეს პარტიები იქნა იდენტიფიცირებული, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორები, ამიტომ პოლიტიკური პროცესის შექმნიდან გაირიყნენ ისინი და ჩვენ ვნახავთ, რომ პოლიტიკური პროცესი შეიქმნება. ამ პროცესს ექნება შანსი, რომ აჩვენოს ძალა. ოპოზიციურ ფლანგზე როგორც კი გამოჩნდება ძალა, ამ პარტიის ამომრჩევლები საერთოდ არ შეხედავენ, რომ ხაზარაძე ან სააკაშვილი რაღაცისკენ არ მოუწოდებს. თვითონ შემოუერთდებიან დემოკრატიულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს რეჟიმის ცვლილებამდე“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო