საბერძნეთში შრომის რეფორმების წინააღმდეგ გაფიცვა მიმდინარეობს - შეფერხებულია ტრანსპორტი და მომსახურება

საბერძნეთში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლების ნაწილი შრომის რეფორმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიფიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაფიცვა, საბერძნეთის უდიდესი საჯარო და კერძო სექტორის პროფკავშირების ორგანიზებით, მიმდინარე თვეში მეორედ იმართება.

შრომის უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც გაფიცულები აპროტესტებენ, დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს გაახანგრძლივონ სამუშაო საათები, მეტი მოქნილობა ჰქონდეთ მოკლევადიანი დაქირავების საკითხებში და ცვლის კერძო სექტორში ყოველწლიური შვებულების წესებს.

მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი შექმნის უფრო ეფექტურ და მოქნილ შრომის ბაზარს და რომ კანონპროექტი იცავს დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებისგან, თუ ისინი უარს იტყვიან ზეგანაკვეთურ მუშაობაზე.

თუმცა, პროფკავშირები აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეფორმა არღვევს დასაქმებულთა უფლებებს და აუქმებს რვასაათიან სამუშაო დღეს.

გაფიცვის გამო შეფერხებულია გემებისა და მატარებლების მოძრაობა. გაფიცული თანამშრომლები, მათ შორის საავადმყოფოს ექიმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სხვა მომიტინგეებთან ერთად, შუადღისას პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.

მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე დებატები და კენჭისყრა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს