საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს მორიგი საქველმოქმედო ღონისძიებით ესტუმრნენ და ცენტრი საჭირო ინვენტარით უზრუნველყვეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურის თანამშრომლების სახელით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს გამათბობლები გადაეცა.

„ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება