კაია კალასი - უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადავეცი

უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და გრძელდება მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაც, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.

„სიხარულით გადავეცი უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა. ეს მოიცავს დრონების ჩამკეტ სისტემებს, მიკროავტობუსებს და 4WD ავტომობილებს შორეულ და მიუწვდომელ ადგილებში მისასვლელად“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, კაია კალასი გუშინ კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან „მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილა, მათ შორის, ენერგეტიკის სფერო, რუსეთზე ზეწოლა, სანქციების მე-19 პაკეტი, გაყინული რუსული აქტივები, ევროკავშირისკენ უკრაინის გზა და თავდაცვის მხარდაჭერა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს