ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფინეთის პრეზიდენტთან აშშ-ის მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა აშშ-ის მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი სრულდება, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მისაღწევად ეს მომენტი არ დაიკარგოს. ომის დასრულება ევროპაშიც შესაძლებელია და ამის მისაღწევად, როგორც აშშ-ის, ისე სხვა პარტნიორების ლიდერობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ალექსანდრ სტუბთან ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა და პოზიციები შეათანხმა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მძევლების გასათავისუფლებლად და ღაზაში ომის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა წარმატებით შეძლო. ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის სწორ ქმედებებს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. ასევე, ალექსთან ერთად რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის საკითხი განვიხილეთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს